Microsoft-ის შემოსავლები 18%-ით გაიზარდა

ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის 2020-2021 ფინანსური წლის შემოსავლები 18%-ით გაიზარდა და 168,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში სუფთა მოგება 38%-ით 61,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ოპერაციულმა მოგებამ კი ამავე პერიოდში 32%-ით 69,9 მილიარდ დოლარამდე მოიმატა.

„ჩვენი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ სათანადოდ ვაკმაყოფილებთ კლიენტების სურვილებს, ვცდილობთ მოგების გაზრდას,“ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სანტია ნადელამ.

მისი თქმით, კომპანიის ფინანსური მიღწევები დიდწილად განპირობებულია მისი მომსახურების სფეროს მიმართ ინტერესით, განსაკუთრებით კი ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

კოკა კვირკველია