PMCG: - 2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მოლდოვაში კი, ყველაზე დაბალი - 4.7% - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, COVID-19 კრიზისის გამო, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, გარდა მოლდოვისა.

,,საინტერესოა საქართველოს უმუშევრობის დონის მაჩვენებლის შედარება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან. შედარებისთვის გამოყენებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს აღნიშნული ქვეყნების ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებისგან. საქართველოს მონაცემები იდენტურია საქსტატის მონაცემების.

2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შესაბამისად 20.2% და 18.5%. აღნიშნულ მონაცემებს მოსდევს უკრაინა 9.5%-ით. მოლდოვაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 4.7% დაფიქსირდა, ბელარუსში და აზერბაიჯანში კი 5.2% და 6.2% შესაბამისად.

2017-2019 წლებში, საქართველოში უმუშევრობის დონის, ყველაზე მაღალი, 4 პპ-იანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს მაჩვენებელს მოსდევს უკრაინა და ბელარუსი 1.3 და 0.9 პპ-ით. აღნიშნულ პერიოდში უმუშევრობის დონე მხოლოდ სომხეთში 1.1% პპ-ით და მოლდოვაში 1 პპ-ით გაიზარდა.COVID-19 კრიზისის გამო, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, გარდა მოლდოვისა, სადაც უმუშევრობა 0.39 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ყველაზე მეტად უმუშევრობის დონე სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიზარდა (1.4 პპ-თი). უკრაინასა და საქართველოში კი 1.3 და 0.9 პპ-თი ზრდა დააფიქსირა“- ნათქვამია ორგანიზაციის კველევაში, რომლის წყაროც საქსტატი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაა.

თამარ მუკბანიანი