Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0963 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0963 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1025 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 27 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0892 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6409 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.