Visa-ს კვარტალური მოგება  9%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საგადასახდელო ამერიკული კომპანია Visa Inc.-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 9%-ით 2,58 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

კომპანიის კვარტალური შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 6,13 მილიარდი დოლარია, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში 4,84 მილიარდი დოლარია. ზრდამ 27% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამ საანგარიშო პერიოდში Visa-მ ბარათებით ტრანზაქციებით 42,6 მილიარდი დოლარი დაამუშავა, რაც 39%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

ამასთან, 47%-ით არის გაზრდილი ტრანსსასაზღვრო გადახდები. ევროპის შიგნით კი გაზრდილია 53%-ით.

ამასთან, კომპანია არ ავრცელებს 2021 წლის ფინანსურ პროგნოზს.

კოკა კვირკველია