Duolingo-მ 3,4 მლრდ დოლარის IPO მიიღო

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა უცხო ენების შემსწავლელმა ონლაინ ოპერატორმა Duolingo Inc., ჩაატარა 520 მილიონი დოლარის IPO და მიიღო 3,4 მილიარდი დოლარის შეფასება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, IPO-ს პრაისინგმა აქციაზე 102 დოლარი შეადგინა. სულ ინვესტორებს შესთავაზეს 5,1 მილიონი აქცია, საიდანაც 3,7 მილიონი ფასიანი ქაღალდი გაყიდა თავად Duolingo-მ, ხოლო 1,4 მილიონი აქცია ყოფილმა აქციონერებმა.

Duolingo-ს აქციებით ვაჭრობა დაიწყო Nasdaq Global Select Market-ზე ტიკერით DUOL.

Duolingo არის ენის შემსწავლელი წამყვანი ონლაინ -პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს 40 ენაზე სხვადასხვა კურსებს. მისი აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 40 მილიონს აჭარბებს, ხოლო აპლიკაციის გადმომწერების რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა.

კოკა კვირკველია