კომპანია „გუგლი“ და „ფეისბუქი“ აცხადებენ, რომ აშშ-ის თანამშრომლებმა ოფისში სამუშაოდ გამოცხადებამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაიკეთონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „გუგლი“ აღნიშნული რეგულაციის დაწესებას უახლოეს მომავალში სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
ამასთან, „დელტა“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო კომპანიამ დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 18 ოქტომბრის ჩათვლით გაახანგრძლივა.