Nissan-ის კვარტალური მოგება 71%-ით გაიზარდა

იაპონური საავტომობილო კომპანია Nissan Motor Co.-ს კვარტალური სუფთა მოგება პირველ ფინანსურ კვარტალში, გასული წლის წამგებიან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი.

როგორც მწარმოებლის პრეს-რელიზში ვკითხულობთ, სუფთა მოგებამ პირველ ფინანსურ კვარტალში 114,53 მილიარდი იენი (1,04 მლრდ დოლარი) შეადგინა, მაშინ როცა კომპანიამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 285,59 მილიარდი იენით იზარალა.

კომპანიის ოპერაციული მოგება 75,68 მილიარდი იენია, მაშინ როცა გასულ წელს 153,93 მილიარდი იენის წაგება ჰქონდა. ოპერაციული მოგების რენტაბელობამ შეადგინა 3,8%. რაც შეეხება შემოსავლებს, Nissan-მა ამ საანგარიშო პერიოდში 2,008 ტრილიონი იენის შემოსავალი მიიღო, გასულ წელს კი 1,174 ტრილიონი იენის.

მიმდინარე წელს Nissan-ი ელოდება 9,75 ტრილიონის ოდენობით შემოსავალს, ხოლო ოპერაციულ შემოსავლებს - 150 მილიარდი იენის ოდენობით. კომპანიამ სუფთა მოგების პროგნოზიც 60 მილიარდი იენით გააუმჯობესა.

კოკა კვირკველია