Aston Martin-ის გაყიდვები 200%-ით გაიზარდა

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Aston Martin-მა გაყიდვების 224%-იან ზრდაზე გვამცნო, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა სპორტულმა უგზოობის მოდელმა DBX 4x4. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

„DBX-ის წარმატების კვალდაკვალ ჩვენ ორი ახალი ავტომობილი გამოვეცით. გარდა ამისა, ახალი მოდელების გამოჩენასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დამაიმედებელი პროგნოზი ზრდასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა Aston Martin-ის თანამფლობელმა ლოურენს სტროლმა.

ბრიტანული უგზოობის მოდელი DBX 4x4 კონვეიერიდან პირველად გასულ წელს გადმოვიდა. ამ მოდელის გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბრენდის საერთო გაყიდვების 50%-ს შეადგენს (2091 ავტომობილი). ამ დროისთვის, როგორც Reuters-ი წერს, Aston Martin-ს მძიმე დროება უდგას, ვინაიდან მან ვერ გაამართლა კლიენტების იმედები. ამან კი უბიძგა კომპანიას მოეძიებინა ახალი სპონსორები.

ამასთან, კომპანიამ მიმდინარე წელს 314,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

კოკა კვირკველია