ხელფასის გადაცილების შემთხვევაში ანაზღაურების 1%-იანი დანამატი - რა ინიციატივას განიხილავს პარლამენტი

ხელფასის გადაცილების შემთხვევაში დამსაქმებელმა პირს ანაზღაურების 1% დანამატის სახით უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდაშვილმა პარლამენტს მიმართა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ შრომით ხელშეკრულებაში გაწერილი იყოს ხელფასის გაცემის დღე, ხოლო ხელფასის გადაცილების შემთხვევაში დანამატი განისაზღვროს ანაზღაურების 1%-ით, ნაცვლად დღეს არსებული - 0.07%-სა.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

თაია არდოტელი