„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის 200-მდე თანამდებობის პირის დეკლარაციის გამოკვლევისას 41-ში დარღვევა და უზუსტობა აღმოჩნდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციები შეისწავლა.

ორგანიზაციის ინფორმაცით, მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 200-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია გამოიკვლიეს, საიდანაც 41-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა. ამასთანავე, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, თანამდებობის ხუთი პირის ოჯახის წევრი ან/და დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც.

„გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.