„თოლიამ“ „საქართველოს ბანკის“ 1.5 ლარიანი ინვესტიციით წარმადობა გაზარდა - ინტერვიუ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორთან

23-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია „თოლია“ წარმოებაში ინვესტირებას განაგრძობს. 1.5 ლარიანი ინვესტიციით მან წარმადობის გაზრდა და ახალი პროდუქციის გამოშვება შეძლო, რაც გაყიდვების ზრდაზე სწრაფადვე აისახა.

ამასთან, პანდემიის მიუხედავად კომპანიამ საქართველოს სამ ქალაქში ახალი სანაყინე ობიექტები გახსნა და პროდუქციის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაზარდა.

კომპანიის საკუთრებაშია 11000 სამაცივრე აგრეგატი და 30 ერთეული სპეც ავტომობილი. თოლია 68 დასახელების ნაყინს აწარმოებს.

რა სიახლეებს სთავაზობს „თოლია“ მომხმარებელს და რა გამოწვევების წინაშე დგას ის, ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორს სანდრო ლომთაძეს ვესაუბრეთ.

როგორ შეაფასებთ ნაყინის ბაზარს და რა წილი უჭირავს „თოლიას“?

საქართველოს ნაყინის ბაზარი შეადგენს, დაახლოებით, 70 მილიონ ლარს. ამასთან, ის ყოველწლიურად მზარდია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს ბაზარი არ შემცირებულა და ზრდას 2021 წელსაც ველით.

თოლიას ბაზრის წილი ახლა დაახლოებით 60%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე გაყიდვებს თუ შევადარებთ წინა წლის იმავე პერიოდს, „თოლიას“ 25%-იანი ზრდა აქვს. აღსანიშნავია, რომ მცირე ზრდა 2020 წელსაც გვქონდა, როცა კომპანიამ დაახლოებით 4 423 ტონა ნაყინი აწარმოა. „თოლია“ საქართველოში ნაყინის ბაზრის ლიდერია.

tolia1-1627554422.jpg

რა სიახლეები დანერგეთ ბოლო პერიოდში და როგორ იმოქმედა ამან გაყიდვებზე?

„თოლიამ“ ბაზარზე ჩაუშვა სხვადასხვა სახეობის რამდენიმე ახალი ნაყინი. ასევე, გამოუშვა სხვადასხვა ზომის კონუსური ფორმის ვაფლი, რომელიც მაღაზიებში ხელმისაწვდომია. ამ უგემრიელესი ხრაშუნა ვაფლის მეშვეობით მომხმარებელს თავად შეუძლია შექმნას საყვარელი ნაყინი. აღნიშნული ვაფლით ვამარაგებთ ჩვენს სანაყინეების ქსელს, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულში დიდი დატვირთვით მუშაობს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ქსელი გავაფართოვეთ და ახალი ობიექტები დავამატეთ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, დავამატეთ ახალი პროდუქტები: ცივი და ცხელი ყავა, მაფინები, რომელთა შეძენაც ნებისმიერ სანაყინეში უკვე შესაძლებელია.

ყველა აღნიშნული სიახლე „თოლიასთვის“ წარმატების მომტანი აღმოჩნდა და გაყიდვებზე დადებითად იმოქმედა.

tolia3-1627554499.jpg

„თოლიამ“ წარმადობის გასაზრდელად განახორციელა ახალი ინვესტიცია. კონკრეტულად, რა შედეგები მიიღეთ აღნიშნული ინვესტიციის ჩადების შემდეგ?

წარმადობის გასაზრდელად 1.5 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით განვახორციელეთ. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან. ახალმა ინვესტიციამ მოგვცა საშუალება, კონუსური ფორმის ვაფლის წარმოება დაგვეწყო და ახალი სანაყინე ობიექტები გაგვეხსნა.

ახდენს თუ არა ზეგავლენას პროდუქციის რეალიზაციაზე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული შეზღუდვები და ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე დგახართ დღეს?

მიუხედავად იმისა, რომ 2020-2021 წლებში „თოლიას“ გაყიდვები გაიზარდა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მაინც უარყოფით ზეგავლენას ახდენს კომპანიის ყოველდღიურ ოპერირებაზე და შესაბამისად, გაყიდვებზეც.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, მთავარ გამოწვევას წარმადობის გაზრდა წარმოადგენს.

tolia4-1627554584.jpg

რაც შეეხება თქვენი პრემიუმ ხაზის წარმოებას - „კამპარას“, რა სიახლეებს სთავაზობს ბრენდი მომხმარებელს?

წელს „კამპარამ“ მომხმარებელს შესთავაზა სიახლე შოკოლადის „ჯენიოს“ სახით. მომავალი წლისთვისაც იგეგმება სხვადასხვა სიახლე, რომელსაც მომხმარებელი აუცილებლად შეიტყობს.

„კამპარას“ 2005 წლიდან ვაწარმოებთ. ეს იყო პირველი ქართული პრემიუმ კლასის ნაყინი, რომელიც საქართველოს ბაზარზე გაჩნდა. ის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება. ნაყინის დამზადების მსოფლიო გამოცდილება თავმოყრილია სწორედ „კამპარას“ ასორტიმენტში, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და გემოს.

(R)