ბაკურიანში ზამთრის სეზონი 27 დეკემბერს გაიხსნება

ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ბაკურიანში 27 დეკემბერს არის დაგეგმილი.

სეზონის გახსნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უზრუნველყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 დეკემბერს ბაკურიანში ჩასულ სტუმრებს დახვდებათ, საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. ღონისძიების მსვლელობისას მოეწყობა ბარბექუს კუთხეები, პატარა საშობაო ბაზარი, ცხელი გლინტვეინის კუთხე, შოკოლადის კუთხე, ღონისძიების მსვლელობისას იქნება ეთნო-ჯაზის კონცერტი, შეჯიბრი ციგებით სრიალში და ა.შ.

ზამთრის კურორტზე უკვე ჩართულია ხელოვნური თოვლის “თოფები”. ამინდის პროგნოზის მიხედვით კი, ბაკურიანში თოვლის მოსვლასაც ვარაუდობენ.