Shell-ის სუფთა მოგება 9,1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

ანგლო-ჰოლანდიური ნავთობკომპანია Shell-ის სუფთა მოგებამ მიმდინარე წლის 6 თვეში 9,1 მლრდ დოლარს მიაღწია, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 18,2 მლრდ დოლარი იზარალა.

აქციონერებისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 9,1 მლრდ დოლარიდან 3,4 მლრდ დოლარის სუფთა მოგება კომპანიამ მეორე კვარტალში, დანარჩენი კი პირველ კვარტალში მიიღო.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ ნავთობმოპოვება 5%-ით, დღე-ღამეში 3,371 მლნ ბარელამდე გაზარდა.

კონცერნი Royal Dutch Shell აერთიანებს ენერგეტიკულ და ნავთობქიმიურ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებენ.

კოკა კვირკველია