ერდოღანი - თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებას 2023 წლიდან დაიწყებს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, 2023 წლისთვის ქვეყანა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის სრულმასშტაბიან მოპოვებას დაიწყებს. ამის შესახებ ერდოღანმა საბადოს ბურღიდან საცდელი ბუნებრივი აირის ანთების ცერემონიალზე განაცხადა.

„ჩვენ მეტად მონდომებული ვართ, რომ 2023 წლისთვის შავი ზღვის საბადოდან ბუნებრივი აირის დამუშავების პირველი ფაზა დავასრულოთ. ჩვენი ტექნიკურ-ბურღვითი შესაძლებლობების წყალობით, უარი ვთქვით გარე დამოკიდებულებაზე. შავი ზღვის გაზი ჩვენს დამოკიდებულებას საწვავის იმპორტზეც შეამცირებს,“ - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, აღნიშნული შელფიდან ბუნებრივი აირის სატესტო რეჟიმში ამოსაქაჩად ტექნიკურად ყველაფერი მზადაა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლო 1 წელიწადში თურქეთმა შავ ზღვაში ხუთზე მეტი საბადო გაბურღა და ამის პარალელურად ხმელეთზე გაზის ტრანსპორტირებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობაც მიმდინარეობს.

„საკარიას“ საბადოში ბუნებრივი აირის მარაგი 405 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული. ხელისუფლება გეგმავს, ადგილობრივი ბაზრისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2023 წლიდან დაიწყოს.

კოკა კვირკველია