მთავრობის კანცელარიის წინ ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის ფასებს გააპროტესტებენ

მთავრობის კანცელარიის წინ (კონკურენციის სააგენტოსთან) "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება" 26 დეკემბერს აქციას გამართავს და ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის ფასებს გააპროტესტებს.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე საზოგადოება წარმოადგენს საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ფასების დაწესების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომელსაც მიაწვდის კონკურენციის სააგენტოს, რათა მათ ეფექტურად განახორციელონ საწვავის ბაზარზე დაწყებული კვლევა.

აქციის ორგანიზატორები ასევე განცხადებით მიმართავენ სააგენტოს ავტოგაზის ბაზრის შესწავლის დასაწყებად და წარუდგენენ ასევე შეთანხებული ფასების დაწესების მტკიცებულებებს.