რომელ სადებეტო ბარათებზე ცვლის სარგებლის დარიცხვის წესს „თიბისი“ ?

„თიბისი“ კონცეპტის ბარათებზე დადებით ნაშთზესარგებლის დარიცხვის პირობები იცვლება. ამის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია თავად ბანკმა მიაწოდა.

„1-ლი ოქტომბრიდან „თიბისი“ კონცეპტის ბარათებზე დადებით ნაშთზე სარგებლის დარიცხვის პირობები იცვლება. არსებული 3.5%-იანი სარგებელი (ეფექტური 3.56%-დან) დადებით ნაშთზე ლარში, იმოქმედებს მხოლოდ 1 000 ლარის ან მეტი ოდენობის ნაშთზე. დოლარში არსებულ დადებით ნაშთს კი, სარგებელი აღარ დაერიცხება,“-აღნიშნულია „თიბისის“ მიერ მომხარებლებისთვის დაგზავნილ სმს-შეტყობინებებში.