ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი დადასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები დარესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. კლების ტენდენცია კიდაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.