აშშ-ის მშპ მეორე კვარტალში 6,5%-ით გაიზარდა

2021 წლის მეორე კვარტალში აშშ-ის მშპ 6,5%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ მოწმობს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„მშპ-ს ზრდა მეორე კვარტალში ასახავს ეკონომიკის აღდგენის პროცესს, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის შემდგომ საწარმოების გახსნამ და მთავრობის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მშპ გაიზარდა 6,4%-ით.

როგორც პორტალი Axios-ი წერს, ზრდა იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე იყო მოლოდინი საექსპერტო წრეებში. ისინი ამერიკის მშპ-ს 8,4%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამერიკის ეკონომიკა მაინც დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს.

კოკა კვირკველია