AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა AstraZeneca-ამ განვითარებადი ქვეყნებისთვის გაიღო ჯანმოს მეშვეობით COVAX პროგრამის საშუალებით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პასკალ სორიოს თქმით, მათ შეძლეს არსებითად გაეზარდათ ვაქცინების წარმოება და ახლა თვიურად 200 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდება შეუძლიათ დამკვეთებისთვის.

ამასთან, კომპანიის ჯამური შემოსავლები 2021 წლის პირველ 6 თვეში 15,54 მილიარდი დოლარია, რაც 23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. აღნიშნული განპირობებულია კიბოს საწინააღმეგო პრეპარატებზე მოთხონის 19%-იანი ზრდით. ამასთან, კომპანიამ შეძლო 26%-ით გაეზარდა საკუთარი პროდუქციის რეალიზება განვითარებად ბაზრებზე.

2021 წლის პირველ ნახევარში ვაქცინების გაყიდვებიდან 11,3 მილიარდი დოლარის შემოსავალზე გვატყობინებს Pfizer-ი, საიდანაც 7,8 მილიარდი მოდის მეორე კვარტალზე. წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 33,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამ დროისთვის კომპანიას უკვე რეალიზებული აქვს 1 მილიარდი დოზა ვაქცინა.

კოკა კვირკველია