ამერიკული საგადასახადო სისტემა MasterCard-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 46%-ით 2,1 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი. მაშინ როცა 2020 წლის აპრილ-ივნისში კომპანიის სუფთა მოგება 1,4 მილიარდი იყო.
ამასთან, MasterCard-ის შემოსავლები 36%-ით 4,53 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. სულ, მეორე კვარტალში MasterCard-ით გადახდები ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილია 33%-ით და 1,9 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებმა კი 58%-ით იმატა.
MasterCard-ის აქციებზე ფასი ხუთშაბათს 1,1%-ით, ხოლო წლის განმავლობაში 7,4%-ით გაიზარდა.