Facebook-ის შემოსავლები მეორე კვარტალში 56%-ით არის გაზრდილი

ამერიკული კომპანია Facebook-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაორმაგებულია, ხოლო შემოსავლები გაზრდილია 56%-ით. მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი კომპანიის სუფთა მოგებამ აპრილ-ივნისში 10,39 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის 5,1 მილიარდთან შედარებით.

კომპანიის შემოსავლები ანალოგიურ პერიოდში 29 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მაშინ როცა გასულ წელს 18,6 მილიარდი ჰქონდა. მათ შორის სარეკლამო შემოსავლები 56%-ით 28,5 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

„ჩვენ გვქონდა ძლიერი კვარტალი და ვეხმარებით ბიზნესს ზრდაში, ხოლო ადამიანებს დარჩნენ კავშირზე,“ - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა, ფინანსური დირექტორის, დევიდ ვენერის თქმით კი, ისინი მნიშვნელოვან ზრდას მოელიან ასევე მესამე და მეოთხე კვარტლებშიც.

ივნისის ბოლოსთვის Facebook-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი 2,9 მილიარდს აღწევს, რაც 7%-იანი წლიური ზრდაა. ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კი ასევე 7%-ით არის გაზრდილი 1,91 მილიარდამდე.

კოკა კვირკველია