Ford-ის სუფთა მოგება მეორე კვარტალში მოულოდნელად  არის გაზრდილი

ამერიკული საავტომობილო კონცერნის Ford-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 561 მილიონ დოლარს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ორმაგად აქვს შემცირებული საავტომობილო წარმოება მიკროჩიპებზე გლობალური დეფიციტის გამო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

კომპანია აღნიშნავს, რომ ამ ტიპის შედეგს მიაღწია ხარჯების შემცირებისა და საკუთარ პროდუქციაზე ფასების გაზრდის გზით. აქამდე ანალიტიკოსები მეორე კვარტალში კომპანიის წაგებაზე გასვლას პროგნოზირებდნენ.

რაც შეეხება შემოსავლებს, მან 26,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ისევ და ისევ მიკროჩიპების დეფიციტის გამო შემოსავლების კლებას პროგნოზირებს.

კოკა კვირკველია