Volkswagen-ი მეორე კვარტალში მოგებას დაუბრუნდა

გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen AG-ი აუმჯობესებს 2021 წლის გაყიდვების პროგნოზს, იმ ფონზე როცა კომპანიას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 64%-ით გაზრდილი აქვს შემოსავლები.

აპრილ-ივნისში კომპანიის მოგებამ 5,04 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს 1,54 მილიარდით იზარალა. რაც შეეხება კვარტალურ შემოსავალს ის 67,29 მილიარდ დოლარამდე ავარდა შარშანდელი 41,07 მილიარდი ევროდან.

მანამდე კომპანიამ ოპერაციული შემოსავლების შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ მას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 11,4 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1,49 მილიარდის ოპერაციული წაგება ჰქონდა.

კომპანიამ, რომლის ფრთის ქვეშ გამოდის Volkswagen, Seat, Skoda, Audi და Porsche-ს ბრენდის ავტომობილები, მოახერხა ბოლო პერიოდში მიკროჩიპების დეფიციტის შედეგად დაფიქსირებული პრობლემის ნიველირება.

Volkswagen-ი მოელის, რომ 2021 წელს მისი გაყიდვები თვალშისაცემად მაღალი იქნება, ვიდრე წინა წელს, ისევე როგორც მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე 2020 წელს.

კოკა კვირკველია