თბილისში, კერძოდ, დიღომში, იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 9 359 000 ლარს (3 000 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 750 კვ.მ-ია, ხოლო, ეზოსი - 2000 კვ.მ. ამასთან, სახლს აქვს 8 ოთახი, 5 საძინებელი.
„ხალაშენებული კერძო სახლი მდებარეობს თბილისის დიპლომატიურ უბანში, დიღომი 7ში. იდეალური აქტივი. 750 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოიცავს 5 საძინებელს, კაბინეტს, 5 სველ წერტილს , 2 „მასტერბედრუმს“, დიდ მისაღებ ოთახს, სამზარეულო სასადილოს, სატრენაჟორო, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს. ასევე, მარანს. სახლს გააჩნია 2000 კვ.მ ეზო, გამწვანებული, საბავშვო გასართობი სივრცეებით, ავტოფარეხი 5 ავტომობილზე, შიდა და გარე პერიმეტრი აყვანილია დაცვაზე . იდეალურად გარემონტებულია, სრული ავეჯით და ტექნიკით. ეზოში საცურაო აუზით. მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.