რა ქონებას ფლობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე​

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.

როგორც მის მიერ, მიმდინარე წლის 28 მაისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, გასულ წელს, აღნიშნულ თანამდებობაზე, ხელფასის სახით - 84 701 ლარი აქვს აღებული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზე რეგისტრირებულია 71,8 კვ.მ ბინა თბილისში, რომლის ღირებულება 50 500 აშშ დოლარია და ის 2018 წელს განვადებით არის შეძენილი. ასევე, ვაჟა სირაძეს ეკუთვნის საჩუქრად მიღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ღირებულება 2500 ლარია.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასოზე - 1 778 ლარს, ანაბარზე - 1 910 ლარს, "საქართველოს ბანკის" ანაბარზე - 187,06 ლარს. ხოლო დანაზოგის სახით 10000 ლარს.

ნინი ქეთელაური