საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით  ერთ ჰექტარზე ყველაზე ნაკლებ ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს

საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალოდ წარმოებული ხილი რამდენჯერმე ნაკლებია, მეზობელი ქვეყნების მიერ წარმოებულ რაოდენობაზე. ინფორმაციას ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია, Fao-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, ხილის საჰექტრო მოსავალი 2019 წელს ასე გამოიყურება:

1 ჰა-ზე მოსავლიანობით რეგიონში თურქეთი ლიდერობს, 17.7 ტონით. შემდეგია აზერბაიჯანი 12.4 ტონით, სომხეთი 11.4 ტონით, ხოლო საქართველოში 1 ჰექტარზე, მხოლოდ 4 ტონა ხილის მოსავალი მოდის.

ინფორმაციისთვის, საქართველო სამეზობლოში ასევე ყველაზე ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს. 2019 წლის მონაცემებით, საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი - 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეული აწარმოა.

თამარ მუკბანიანი