სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მე-2 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსი 8.9 პროცენტით არის გაზრდილი.
ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები კერძო სახლებზე 17.9 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.5 პროცენტით გაიზარდა.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, ასევე მოცემულია, თუ როგორია ახალაშენებული ბინების ფასი 1 კვ. მეტრზე დედაქალაქის უბნების მიხედვით. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, ბინები ყველაზე ძვირი - 4 178 ლარი ღირს მთაწმინდის რაიონში; ხოლო ყველაზე იაფი - 2 376 ლარი სამგორში.
რაც შეეხება თბილისის სხვა უბნებს, კერძო სახლის ფასი 1 კვ. მეტრზე ასეთია: