ევროკავშირი ამზადებს საკუთარ ეკონომიკას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სისტემური კატასტროფებისთვის

ევროკავშირი ამზადებს საკუთარ ეკონომიკას შესაძლო ბუნებრივი კატასტროფებისთვის, რომელიც გამოწვეულია კლიმატის გლობალური ცვლილებით. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ევროკომისიამ შეიმუშავა სპეციალური რეგლამენტი ინფრასტრუქტურული ობიეტებისა და ევროკავშირის ენერგეტიკის სანდოობისა და მდგრადობისთვის.

მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც იქნება შესაბამისობაში ამ მოთხოვნებთან, შეძლებენ მიიღონ დამატებითი დაფინანსება ევროკავშირის მდგრადი განვითარების ფონდიდან, რომლის მოცულობა 17,5 მილიარდი ევროა.

ახალი მოთხოვნები ითვალისწინებს საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების, ასევე გვირაბების მეტ მდგრადობას, მეტ დაცულობას წყალდიდობისგან სატრანსპორტო მაგისტრალების ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების, ქარიშხლებისგან და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან. კერძოდ, გაფართოვებულია მოთხოვნები ტემპერატურების გაფრქვევაზე და ქარის წნევაზე, რასაც უნდა გაუძლონ ამ ობიექტებმა.

ეს რეგლამენტი გახდება ევროკომისიის პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ეკონომიკის გარდაქმნას 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მისაღწევად. ევროკომისიის გათვლებით, ამ დავალების შესასრულებლად საჭირო გახდება 1 ტრილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება.

კოკა კვირკველია