როგორ გამოიყურება სასტუმროების პირველი ქსელი ევროპაში, სადაც გადახდა მხოლოდ კრიპტოვალუტით ხდება

მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელი The Pavilions Hotels & Resorts გახდა პირველი სასტუმრო ევროპაში, რომელმაც გადახდის ერთადერთ საშუალებად კრიპტოვალუტა აირჩია.

Euronews-ის ინფორმაციით, სასტუმროების ქსელის სტუმრებს გადახდა Bitcoin-ით, Ethereum-ითა და 40-ზე მეტ სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტით შეეძლებათ.

The Pavilions Hotels & Resorts მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი სასტუმროების ქსელია, რომელსაც ობიექტები ევროპისა და აზიის დიდ ქალაქებში აქვს. მათ შორისაა ამსტერდამი, რომი, მადრიდი, ლისაბონი, ბალი და სხვა.

„ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, გადახდის საშუალებად 40-ზე მეტი კრიპტოვალუტა ავირჩიეთ. გადახდის ასეთი მეთოდი საკმაოდ დაცული და უსაფრთხოა“, -განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯესი ჰემსონ-სტრუთერმა.

მისი თქმით, გადახდის ამგვარი მეთოდი უსაფრთხო, მოქნილი და მარტივია.

Euronews-ის ინფორმაციით, The Pavilions Hotels & Resorts ევროპისა და აზიის კონტინენტებზე პირველი სასტუმროების ქსელია, რომელმაც გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტა აირჩია. თუმცა მსოფლიოში მსგავსი პრეცენდენტი უკვე არსებობს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სასტუმროების ქსელმა Kessler Collection დამსვენებლებისთვის გადახდა მხოლოდ კრიპტოვალუტით დაუშავა.

stgechu43u3-1627804536.png

azgtceqhc3q-1627804618.png

ბექა ბერიაშვილი