ჰონგ-კონგში მოხმარების სტიმულირებისთვის კუპონების გაცემა დაიწყო

დღეიდან, ჰონგ-კონგის მოსახლეობაზე დაიწყო ელქტორონული კუპონების გაცემა, რომელიც მოხმარების სტიმულირებას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ჰონგ-კონგის ხელისუფლება ავრცელებს.

საუბარია, 5 ათასი ჰონგ-კონგური დოლარის (645 აშშ დოლარი) გაცემაზე, მეგაპოლისის 18 წლიდან ზევით, ყველა მოქალაქეზე. ეს არის ელექტრონული კუპონები, რომლის ამოქმედებაში ჩართულია საგადამხდელო სისტემები - AlipayHK, Octopus, Tap & Go და WeChat Pay HK. ფულის დარიცხვა რამდენიმე ეტაპად მოხდება, პირველ ჯერზე მოქალაქეებს 2 ათას ჰონგ-კონგურ დოლარს (258 აშშ დოლარი) დაურიცხავენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფულის დახარჯვას მოქალაქეები ვერ შეძლებენ ქალაქის საზღვრებს გარეთ, ასევე ჯარიმებისა და კომუნალური გადახდებისთვის. კუპონების ძირითადი დანიშნულებაა გააჯანსაღოს შიდა მსყიდველობა. მისი გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივ სავაჭრო ცენტრებში, კაფეებსა და რესტორნებში, სილამაზის სალონებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კუპონების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჰოინგ-კონგმა თებერვალში მიიღო. პროგრამა ბიუჯეტს 36 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარი (4,64 მლრდ აშშ დოლარი) დაუჯდება და მოახდენს როგორც მოხმარების სტიმულირებას, ასევე ელექტრონული გადახდების გამოყენების გავრცელებასაც.

ცნობისთვის, გასულ წელს, პანდემიის პირობებში, დახმარების სახით, ჰონგ-კონგელებმა ხელზე 10 ათასი ჰონგ-კონგური დოლარი (1,3 აშშ დოლარი) მიიღეს.

კოკა კვირკველია