Bentley რეკორდულ შემოსავლებზე გვამცნობს. ამ დრომდე, კომპანიისთვის ისტორიულად ყველაზე წარმატებულ წლად 2014 წელი მიიჩნეოდა, როცა მისმა შემოსავლებმა 887 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ოპერაციულმა მოგებამ - 95,2 მილიონი ევრო. მაშინ მთელი წლის განმავლობაში მოგებამ 170 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა 2021 წლის პირველი ნახევრის მონაცემებმა ამ ისტორიულ ციფრებს უკვე გადააჭარბა.
კომპანიამ წელს, 6 თვეში 1,32 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, ხოლო მოგებამ 178 მილიონი ევრო შეადგინა. კომპანიას იანვარ-ივნისის განმავლობაში 7199 ავტომობილი აქვს გაყიდული, რაც პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე თითქმის, ორჯერ მაღალი მაჩვენებელია.
გაყიდვები სამ ძირითად მოდელს შორის გადანაწილდა: Bentayga (2767), კუპე და კაბრიოლეტი Continental GT და GTC (2318), ასევე სედანი Flying Spur (2063).
რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, ასე გადანაწილდა: ჩინეთი (2155), ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (2049), ევროპა (1142), აზია წყნარი ოკეანის რეგიონი (778), დიდი ბრიტანეთი (554), ხოლო ახალო აღმოსავლეთზე, აფრიკასა და ინდოეთზე 521 გაყიდული ავტომობილი მოდის.