ჰონგ-კონგი წელს 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება

მიმდინარე წელს, ჰონგ-კონგის ეკონომიკური ზრდის ტემპები მოსალოდნელ პროგნოზს გადააჭარბებს და 5,5%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ოლქის ფინანსთა მინისტრმა პოლ ჩანმა განაცხადა.

„ჩვენი შეფასებით, წლიური ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იქნება, ვიდრე 3,5-5,5 პროცენტის დიაპაზონში, რომელიც თებერვალში გაცხადდა“ - აცხადებს ჩინოვნიკი, რომლის ციტირებას გაზეთი The Standard-ი ახდენს.

მან დააზუსტა, რომ უფრო ზუსტი პროგნოზი წარმოდგენილი იქნება აგვისტოში.

გასულ პარასკევს კი, ადგილობრივმა სტატისტიკის სამსახურმა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ მეორე კვარტალში ჰონგ-კონგის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა.

კოკა კვირკველია