ბრიტანული კომპანია ფურგონების ბრენდირებაში უკრაინის რუქას ყირიმის გარეშე იყენებს

გადამზიდავი კომპანია CAME-RO, რომელიც რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში, თავისი ფურგონების ბრენდირებაში იყენებს რუქას, რომელზეც უკრაინის ტერიტორია ყირიმს არ მოიცავს. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა" ავრცელებს.

„სააგენტო „უკრაინული პრავდას" და „ევროპეისკაია პრავდას" რედაქციამ მიიღო ფოტო იტალიიდან, ერთ-ერთი სატვირთო მანქანის ყურადღებიანი და გულისხმიერი მძღოლისგან. მისი ყურადღება მიიპყრო ავტომობილმა, რომელიც ბრენდირებულია ევროპის რუქით და რომელზეც უკრაინა ყირიმის გარეშე არის გამოსახული“, - წერს პორტალი. მისი ინფორმაციით, თვითმხილველი აცხადებს, რომ ავტომობილი რუმინულ ნომრებს ატარებდა.

ბრიტანულ კომპანია CAME-RO-ს ანალოგიური ბრენდირების ფურგონის ფოტო facebook-ის გვერდზეც უდევს.

კომპანია მომხმარებლებს გადასვლა-გადაზიდვების მომსახურებისა და შენახვის სერვისს გაერთიანებულ სამეფოსა და მთელ ევროპაში სთავაზობს. მის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კომპანიას აქვს ოფისები ლონდონსა და გლაზგოში, საწყობები კი ბირმინგემსა და ქალაქ ვესტ ბრომვიჩში.

სამთავრობო რეესტრის ვებგვერდზე, კომპანიის რეგისტრაციის ადგილი დასავლეთ მიდლენდსის ქალაქი სმეტვიკია, ხოლო ხელმძღვანელი პირი რუმინეთის მოქალაქე ჩიპრიან ოანეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ