Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1088 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1088 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1093 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 30 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1244 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7174 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.