პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება

გადავდივართ კომბინირებულ დახმარებაზე - აქამდე თუ ასარჩევად ვთავაზობდით ბიზნესს, ისარგებლებდა ის სესხის პროცენტის სუბსიდირებით თუ საკრედიტო საგარანტიო სქემით, ახლა ორივე ერთდროულად იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თურნავას თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 311 ბიზნეს საქმიანობაზე ვრცელდება.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან ფართოვდება. აქამდე თუ ვრცელდებოდა 211 ბიზნეს საქმიანობაზე, ახლა ეს არის 311 ბიზნეს საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქაც გადავდივართ კომბინირებულ დახმარებაზე. აქამდე თუ ასარჩევად ვთავზობდით ბიზნესს, ისარგებლებდა ის სესხის პროცენტის სუბსიდირებით თუ საკრედიტო საგარანტიო სქემით - ახლა ორივე ერთდროულად იქნება შესაძლებელი. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ განახლებული პროგრამებით 1300-მდე ახალი მცირე ბიზნესი ისარგებლებს. იმ 60-მდე ბიზნესსაქმინობის მიხედვით, ვინც ექსპორტზე არის ორიენტირებული ან იმპორტის ჩანაცვლებაზე, სულ მცირე გაორმაგდება საექსპორტო გამოშვება და 40%-ით შემცირდება იმპორტი იმ სახეობებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა თურნავამ.