სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონით გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონით გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ გასულ თვეში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაში იყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041 861 აშშ დოლარი იყო, მაშინ, როცა თავდაპირველ აუქციონზე (2019 წლის ნოემბერი) საწყისი ღირებულება- 37 565 408 აშშ დოლარს, მეორე აუქციონზე კი, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა, 30 052 326 აშშ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. იმ პერიოდში ქართულმა მხარემ ყაზახი პარტნიორებისგან 50%-იანი წილი გამოისყიდა.

ცნობისათვის, „ბორჯომი ლიკანი“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, სულ 151 ნომრით. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, სს “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა” 2019 წელი 9,912-მილიონიანი ზარალით დაასრულა, 2020 წელი კი 4,458 მლნ ლარის ზარალით.

თაია არდოტელი