ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას "სტერეო +" უზრუნველყოფს

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე "სტერეო +" უზრუნველყოფს.

ამის შესახებ დღეს, სტუდია "რე"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,სტერეო +"-ის დამფუძნებელმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა. საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისს გადავა, მანამდე 6 თვით ადრე კი, დავით ზილფიმიანის თქმით, "სტერეო +" დღეიდან სატესტო რეჟიმში რთავს ციფრულ მაუწყებლობას მთელი თბილისის და მისი შემოგარენის მასშტაბით. სატესტო რეჟიმში პირველ ეტაპზე 8 არხი გადაიცემა, ესენია: "იმედი", "რუსთავი 2", "კომედი არხი", "მარაო", საზოგადოებრივი მაუწყებელი HD, მეორე არხი, GDS და "ტაბულა".

"სტერეო +" განაგრძობს მუშაობას სატელევიზიო არხების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველყოფისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.