Bloomberg - ამ დროისთვის ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 49.7%, აშშ-ში 49.6%, დიდ ბრიტანეთში კი 57.4%

მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.13 მილიარდს გადააჭარბა.შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 41.8 მილიონი ადამიანი იცრება.

ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 26.9%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 1.65 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 470 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების ასევე 470 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 346 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 49.7%, აშშ-ში 49.6%, დიდ ბრიტანეთში კი 57.4%.