ამბროლაურის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 34%-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი,  21%-ით შემცირდა - ,,აეროპორტების გაერთიანება“

2021 წლის მაისსა და ივნისში 2019 წელთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 79%-ით შემცირდა, მესტიაში 54%-ით, ამბროლაურში კი 34%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრენიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

მგზავრთნაკადთან ერთად, სამივე აეროპორტში შემცირებულია რეისების რაოდენობაც. უწყების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მაისსა და ივნისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად კლება ქუთაისის აეროპორტზე აისახა.

ქუთაისის აეროპორტი - 2019 წელს მგზავრების რაოდენობა 140 953. 2021 წელს - 29 559 (კლება 79%). რეისების რაოდენობა 2019 წელს - 457, ხოლო 2021 წელს - 190 (კლება 58%).

მესტიის აეროპორტი - 2019 წელს მგზავრების რაოდენობა - 1 656, 2021 წელს - 769 (კლება -54%); 2019 წელს რეისების რაოდენობა - 57. 2021 წელს კი 34 (კლება 40%).

გამონაკლისია ამბროლაურის აეროპორტი, სადაც რეისების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია.

ამბროლაურის აეროპორტი - 2019 წელს მგზავრების რაოდენობა - 325. 2021 წელს - 435 (ზრდა 34%) მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია მგზავრთანაკადი, შემცირებულია რეისების რაოდენობა 2019 წელს ამბროლაურის აეროპორტში 29 რეისი შესრულდა, 2021 წელს კი 23 (კლება 21%)

თამარ მუკბანიანი