კომპანია Google შემოდგომაზე ახალ სმარტფონებს Pixel 6 და Pixel 6 Pro წარადგენს, რომლებსაც საკუთარი წარმოების პროცესორები ექნება. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ბლოგში.
"Tensor - ეს არის ჩვენი პირველი სპეციალურად შემუშავებული ჩიპი ტელეფონებისთვის Pixel, რომელთა საფუძველზე იმუშავებს ახალი სმარტფონები Pixel 6 და Pixel 6 Pro", - ნათქვამია განცხადებაში.
კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის რიკ ოსტერლოკის თქმით, ახალი პროცესორი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ წვდომა ინოვაციებთან, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტთან. Google მომხმარებლებს ჰპირდება გაუმჯობესებულ კამერას და მეტყველების ამომცნობ ტექნოლოგიას.
Pixel-ის სმარტფონები ბაზარზე პირველად 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია აქამდე მათთვის Qualcomm-ის პროცესორებს იყენებს.