ევროკომისიამ Facebook-ის მხრიდან სერვისი Kustomer-ის შეძენის საკითხის შესწავლა დაიწყო

ევროკომისიამ ორშაბათიდან დაიწყო Facebook-ის მხრიდან სერვისი Kustomer-ის შეძენის საკითხის შესწავლა, ბაზარზე მისი ზეგავლენის კუთხით. მოგეხსენებათ, სერვისი Kustomer სპეციალიზირებულია ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომელიც მყიდველებისთვის ონლაინ-მომსახურებას აიოლებს.

ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ შესყიდვას შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს Facebook-ის დომინანტური პოზიცია ციფრულ ბაზარზე.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია ყურადღღებით იქნას შესწავლილი კომპანიების პრობლემური შესყიდვები, რომლებიც უკვე დომინანტები არიან ბაზარზე. ეს ეხება ციფრულ სექტორს, სადაც Facebook-ი არის ლიდერ პოზიციებზე ონლაინ-რეკლამის სფეროში და ამ რეკლამის სხვადასხვა არხებზე განთავსების ბაზარზე. ისეთებზე, როგორიცაა: WhatsApp-ი, Messenger-ი, ან Instagram-ი", - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი მარგარეტე ვესტაგერი.

გამოძიების დასრულების შემდეგ, ევროკომისიას შეუძლია Facebook-ს აღნიშნული სერვისის შეძენა აუკრძალოს და მხოლოდ მას შემდეგ დართოს ნება, რაც ეს უკანასკნელი უარს იტყვის მისი შეძენის ცალკეულ აქტივებზე.

Facebook-მა Kustomer-ის შეძენის შესახებ ნოემბრის ბოლოს გამოაცხადა. მართალია, გარიგების საინვესტიციო ღირებულება არ გამხელილა, თუმცა The Wall Street Journal-ის აზრით, 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

კოკა კვირკველია