YouTube ფასიანი ხელმოწერის უფრო იაფ ვერსიას ტესტავს ​

ვიდეოჰოსტინგი YouTube, რომელიც კომპანია Google-ს ეკუთვნის, ახალი ფასიანი სერვისის Premium Lite საპილოტე ვერსიას ტესტავს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ პორტალი The Verge ავრცელებს.

"ვმუშაობთ ახალ სერვისზე, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი მასიური აუდიტორიისთვის. ის იტესტება ჩრდილოეთ ევროპისა და ბენილუქსის ქვეყნებში",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

YouTube Premium-ის არსებული ტარიფი მოიცავს ისეთ ფასიან მომსახურებას, როგორიცაა რეკლამის შეზღუდვა, ფონური განათება, მოწყობილობაზე ვიდეორგოლების ჩამოტვირთვა და YouTube Music სერვისი. ტარიფში Premium Lite კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს მხოლოდ ურეკლამოდ ვიდეო ჩვენებას, სხვა ფუნქციები კი მას არ აქვს. ასეთი ფუნქცია 40%-ით იაფი იქნება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი ექსპერიმენტის სტადიაზეა. სამომავლოდ კი, იგეგმება ახალი წინადადებების განხილვა, მომხმარებლების გამოხმაურებების მიხედვით.

კოკა კვირკველია