საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორშაბათს მხარი დაუჭირა 650 მილიარდი დოლარის სპეციალური დახმარების SDR გამოყოფას, გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება მსოფლიოს სავალუტო ფონდისთვის SDR-ის გაცემაზე, რომელიც უნდა მოხმარდეს პანდემიით გამოწვეულ უპრეცედენტო კრიზისს. SDR-ის გაცემა სარგებელს მოუტანს ყველა წევრ ქვეყანას, გაზრდის რეზერვებში მოთხოვნის გრძელვადიანად დაკმაყოფილების საშუალებას, გაამყარებს ნდობას და ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობას და სტაბილურობას",- განაცხადა მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
გადაწყვეტილება სახსრების განაწილების შესახებ ძალაში 2021 წლის 23 აგვისტოს შევა.
ახლად შემქნილი SDR-ები სავალუტო ფონდის წევრებს შორის პროპორციულად და ფონდში კვოტების შესაბამისად გადანაწილდება. დაახლოებით, 275 მილიარდი გამოიყოფა ფორმირებადი ბაზრებისთვის და განვითარებადი ქვეყნებისთვის. გეორგიევა მოუწოდებს მდიდარ ქვეყნებს გადაამისამართონ SDR-ი უფრო ღარიბი ქვეყნებისა და მოწყვლადი ეკონომიკების მიმართულებით.