ლარი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს

ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარი-დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 25 დეკემბრისთვის 1, 8904 ლარი დაადგინა.

ცნობისთვის, გუშინდელი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 1, 8978 ლარი ღირდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა მცირე ბიჯებით უკვე მესამე დღეა ზედიზედ მყარდება დოლართან მიმართებაში. 22 დეკემბერს ლარი-დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1, 9156 ნიშნულიდან 1,9021 ნიშნულამდე გამყარდა, ხოლო 23 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა 1 დოლარის ღირებულება 1,8918 ლარი დაადგინა.

2 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე დოლარი გასაყიდად აღარ გამოუტანია. ამ დღეს სებ-მა ბაზარზე 40 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენცია განახორციელა, მანამდე კი 25 ნოემბერს ამავე მოცულობის დოლარის მასა გაყიდა.