ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი გამოქვეყნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, 2021 წლის 3 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 900 00 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.840 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.