პროდუქტები,  რომელიც ივლისში გაიაფდა

2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ როგორც წესი, გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში მხოლოდ 9 საკვები პროდუქტია გაიაფებული.

  • მანდარინი - 29.2%
  • ლიმონი - 26.7%
  • საზამთრო - 25.8%
  • პომიდორი - 22.1%
  • მწვანილი - 12.7%
  • ფორთოხალი - 11.7%
  • ყურძენი - 9.7%
  • ვაშლი - 5.9%
  • სიმინდის ფქვილი - 3.1%
თამარ მუკბანიანი