ახალი ხილ-ბოსტნეულის მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია ამერიკული Dole Food გახდა

ამერიკული კომპანია Dole Food ირლანდიურ Total Produce-თან შერწყმის დასრულების შედეგად, მსოფლიოში ახალი ხილისა და ბოსტნეულის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ამასთან, გასულ კვირას Dole Food-მა აქციების გაყიდვით 480 დოლარი მიიზიდა. ინფორმაციას AgroBusiness ავრცელებს.

ახალმა კომპანია Dole plc-მა, რომლის წლიური გაყიდვები, თითქმის, 10 მლრდ დოლარს შეადგენს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე IPO დაასრულა და Total Produce-ის ყველა აქციის შეძენა უზრუნველყო.

Dole plc თავდაპირველად, 26 მილიონი აქციის გაყიდვით, 470-დან 541 მლნ დოლარამდე მიზიდვას გეგმავდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, IPO-მ 30 მილიონი აქციისთვის თითოზე 16 დოლარი მიიზიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კომპანია შეერთებულ შტატებში არის რეგისტრირებული, ის მუშაობას დუბლინში მდებარე გლობალური შტაბიდან გეგმავს. კომპანიის სათაო ოფისი აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტაში განთავსდება.

Dole Food-ისა და Total Produce-ის გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირლანდიურმა კომპანიამ 2018 წელს ამერიკული ჯგუფის 45% შეიძინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ