BP-ის სუფთა მოგებამ მეორე კვარტალში 3,1 მილიარდი დოლარი შეადგინა

ნავთობისა და გაზის ბრიტანულმა კომპანიამ BP 2021 წლის მეორე კვარტალში 3,116 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო, ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 16,85 მილიარდით იზარალა.

ამასთან, კომპანიის შემოსავლები გაზრდილია 1,7-ჯერ, 36,47 მილიარდ დოლარამდე.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 7,78 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 21,2 მილიარდის ზარალი ჰქონდა.

კომპანიამ მეორე კვარტალში 11,3%-ით გაზარდა ნავთობმოპოვება, რამაც დღე-ღამეში საშუალოდ, 3,24 მლნ ბარელი შეადგინა.

კოკა კვირკველია