Marriott-ი მეორე კვარტალში მოგებას დაუბრუნდა

ამერიკული კომპანია Marriott International, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ოპერატორი კომპანიაა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოგებას დაუბრუნდა.

კომპანიის სუფთა მოგება აპრილ-ივნისში 422 მილიონი დოლარია. ხოლო კვარტალურმა შემოსავლებმა 3,15 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომპანიის სასტუმროების დატვირთულობა მეორე კვარტალში 50,8% იყო, რაც 32,8 პუნქტით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. თუმცა, პანდემიამდელ 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემზე 24,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

Marriott International მსოფლიოს მასშტაბით, 131 ქვეყანაში, 30 ბრენდის ქვეშ, 7 ათასამდე სასტუმროს მართავს. მის შემადგენლობაშია ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Ritz Carlton, Courtyard, Residence Inn, Marriott, St. Regis, Le Meridien, Sheraton, Four Points.

კოკა კვირკველია