2021 წლის მეორე კვარტალში კომპანია ConocoPhillips-ის კვარტალური სუფთა მოგება 2,1 მილიარდ დოლარამდე, ანუ 7-ჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება კვარტალურ შემოსავლებს, ამის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ConocoPhillips-ის ნავთობმოპოვება აპრილ-ივნისში ლიბიის გათვალისწინების გარეშე, დღე-ღამეში 1,54 მლნ ბარელია, რაც 566 მლნ ბარელით მეტია, გასული წლის მონაცემთან შედარებით. კომპანია ელოდება, რომ მესამე კვარტალში მოპოვება 1,48-1,52 მლნ ბარელი იქნება.
გასულ კვარტალში სარეალიზაციო საშუალო ფასმა ბარელზე 50,03 დოლარი შეადგინა, ეს მაშინ, როცა გასულ წელს 23,09 დოლარი იყო. ზრდის მაჩვენებელი 117%-ია.